
არჩევნების შემდეგ, ექსპრემიერმა და პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ პირველი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ მისთვის მთავარი პრინციპი ერთპიროვნული მმართველობის წინააღმდეგ ბრძოლაა.
"2 ოქტომბრის არჩევნებს ვაფასებ, როგორც არასამართლიანს, რადგან ჩვენი გუნდის წევრებზე სისტემატიურდ ხორციელდებოდა დაშინება, ზეწოლა, მუქარა. არჩევნების დღეს ხდებოდა ამომრჩევლის მოსყიდვა, დაშინება, ადგილი ჰქონდა ე.წ. კარუსელს. მნიშვნელოვანია, რომ ამ არჩევნების შემდეგ ჩვენ ვიმოქმედებთ პრინციპით - არც ერთ შემთხვევაში არ დავუშვებთ ერთპიროვნულ მმართველობას. ამ ორ ვითომ ერთმანეთთან დაპირისპირებულ ძალას მიდრეკილება აქვს ერთპიროვნული მმართველობისკენ. ჩვენი მთავარი მიზანი იქნება დაბალანსება. ჩვენ დავიწყებთ ბრძოლას ორპარტიულობის წინააღმდეგ" - ამბობს გიორგი გახარია.
ასევე იხილეთ :