
მწერალი ლაშა ბუღაძე საქართველოში მიხეილ სააკაშვილის შემოსვლასა და დაკავებას Facebook-ზე ეხმაურება.
"ისევ სამეგრელოს ტყეები. ისევ ღამე. ისევ ისტორიისთვის უჩინარი ხალხი. ისევ ერთ-ერთ სახლში შეფარებული ქვეყნის დევნილი პრეზიდენტი... ისტორიის ციკლურობა, ამჯერად - მადლობა ღმერთს - არა ტრაგიკული და ერისთვის ტრავმული შედეგით... დამაფიქრებელია...", - წერს ლაშა ბუღაძე.