რეფერენდუმის ხელშესახები შედეგი და ახალი პოლიტიკური რეალობა საქართველოში. დიდი ფულის ტოტალური რეპრესიაბისა და სახელისუფლებო რესურსის სრულად გამოყენების მიუხედავად, ხელისუფლებას ახალი არჩევნები ელოდება.
ქართულმა ოცნებამ ოლიგარქის დავალება და გეგმა ვერ შეასრულა. 20 მუნიცეპალიტეტში, მათ შორის ყველა თვითმმართველ ქალაქში თბილისის ჩათვლით, მეორე ტური გაიმართება. ქართლი ოცნების მარცხმა სახელისუფლებო ლიდერებს საბოლოოდ დააკარგვინა წონასწორობა და ახალი რეალობის მიუხედავად ახალი კამპანია ისევ სიძულვილით და ისევ აგრესიით დაიწყო.
განსხვავებულია ოპოზიციის ტაქტიკა, თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია ოპოზიციურ ძალებთან კონსულტაციებს იწყებს და მეორე ტურამდე სხვა ოპოზიციურ ძალებთან თანამშრომლობის გეგმას წარმოადგენს.