ჩემს მეგობარს ბოდიში მოვუხადე, რომ ეჭვი შემქონდა რომ ამას გააკეთებდა - ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

"მიხეილ სააკაშვილის გენიალურობა, როგორც პოლიტიკოსის, არის იმაში, რომ მას აქვს მომენტუმის ფანტასტიური შეგრძნება. უტყუარი შეგრძნება. პოლიტიკაში ეს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია. უფრო მნიშვნელოვანიც კი ვიდრე მართვის უნარები. პოლიტიკოსისთვის გონებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია პოლიტიკური ინტუიცია. ამიტომ, როცა ის ჩამოვიდა, კი,შესაძლოა, წინა ჩამოსვლაზეც ასევე ეფექტი ჰქონოდა და ასევე მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ამ წუთში, ამ გადასახედიდან, რასაც მე ვუყურებ, ეს იყო ყველაზე სწორი დრო, ეს იყო ყველაზე სწორი ფორმა ჩამოსვლის და მე სხვათაშორის, გულწრფელად გეტყვით, მე ჩემს მეგობარს ბოდიში მოვუხადე იმისთვის, რომ მე ეჭვი შემქონდა ამის სისწორეშიც და იმაშიც, რომ ის ამას გააკეთებდა საბოლოო ჯამში... დღეს ვუთხარი პირდაპირ, რომ ბოდიშს გიხდი მიშა იმისთვის, რომ არ გიცნობდი და არ ვიცოდი, რომ ასეთი რამის გაკეთება შეგეძლო"....

- ამბობს "მთავარი არხის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია "მთავარი დებატების" ეთერში მიხეილ სააკაშვილზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი