Facebook-ის თანამშრომლები კომპანიის შენობაში შესვლას ვერ ახერხებენ - NYT

გამოქვეყნდა:

New York Times-ის ინფორმაციით, Facebook-ის თანამშრომლები, შენობაში სამუშაოდ ვერ შედიან, რადგან მათი ციფრული საშვები არ მუშაობს. უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია, ვინაიდან მათ სერვერის ოთახთან წვდომა არ აქვთ.

უკვე 5 საათზე მეტია, Facebook, Messenger, WhatsApp და Instagram გათიშულია. ჯერჯერობით არ არის არცერთი ოფიციალური ინფორმაცია, როდის შეძლებენ სოციალური ქსელები მუშაობის აღდგენას.

მანამდე კი, Bloomberg-ის ინფორმაციით, Facebook-მა დაადგინა, რომ აპლიკაციისა და სერვისის გათიშვა, გამოწვეულია ჩინეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ჰაკერების ჯგუფი მიერ, რომელიც ცნობილია, როგორც XIAN HUGHJANUS სახელით.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი