უნდობლობა ინსტიტუციების მიმართ და „ოცნების“ ანტირეკორდი - NDI-ის კვლევასთან დაკავშირებული შეფასებები

გამოქვეყნდა:

„ქართულმა ოცნებამ“ ყველა ანტირეკორდი მოხსნა. ასეთი უნდობლობა ინსტიტუციების მიმართ საქართველოს არცერთი ხელისუფლების პირობებში არ ყოფილა, დრამატულად არის ჩამოვარდნილი ყველა უწყების მიმართ ხალხის ნდობა.

პირველად კვლევების ისტორიაში მოსახლეობის 59% ანუ ნახევარზე მეტი ფიქრობს, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მონაცემები საგრძნობლად, დაახლოებით 10%-ით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაუარესდა. 

მძიმე დღეშია საქართველოს მთავრობა, ინსტიტუციას, რომელსაც ქვეყანა მართავს, მოქალაქეების 64 % არ ენდობა და ფიქრობს, რომ გახარიას გუნდი ცუდად მუშაობს.

უმძიმესია პარლამენტის მდგომარეობა, დეპუტატებმა საკუთარი ანტირეკორდი მოხსნეს, საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში, მის საქმიანობას ყველაზე მეტი მოქალაქე 57% ცუდად აფასებს.

ანტირეკორდისკენ სწრაფი სვლა აქვს სასამართლოს, ასეთი მძიმე მდგომარეობა, მოსამართლეებს 2012 წელსაც კი არ ჰქონიათ, როდესაც გამამტყუნებელი განაჩენით სრულდებოდა პროცესების აბსოლუტური უმრავლესობა. დღეს საქართველოს მოსახლეობის 45 პროცენტი თემიდას მსახურების მუშაობას   ნეგატიურად აფასებს.

არ დარჩენილა არც ერთი სამინისტრო, რომელსაც ნეგატივის ზრდა არ აქვს, ანუ უფრო მეტი ადამიანი აფასებს მათ საქმიანობას ცუდად. თუმცა რეკორდსმენი ფინანსთა სამინისტროა, მას ნეგატიური რეიტინგის 16% ზრდა აქვს.  

რეიტინგის ვარდნასთან დაკავშირებით შეფასებას მმართველ გუნდში „მთავარი არხის“ მიმართ ბრალდებებით ეხმაურებიან. „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი „მთავარ არხს“ დააბრალა და თქვა, რომ ასეთი შედეგები ჩვენი დამსახურებაა.

ანტირეკორდის პიკშია ქვეყნის პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. საქართველოს მოსახლეობის უდიდესს უმრავლესობას პრეზიდენტი არ მოსწონს და არ ენდობა. ეს მონაცემები უკვე გაანალიზა სამოქალაქო სექტორმა, სადაც ამბობენ, რომ ვითარება ქვეყანაში არის უმძიმესი და ეს კვლევაზე აისახა.

გარდა პოლიტიკოსების რეიტინგისა, NDI-ის კვლევაში მედიის მიმართ ნდობაც მოხვდა. სამი თვის გახსნილი „მთავარი არხი“ მაყურებლის ნდობის რეიტინგში, მეორე ადგილზეა და ბევრად უსწრებს  დიდი ისტორიის და ბევრად უფრო დიდი დაფინანსების მქონე არხებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი