
"კოლეგებო, მინდა გკითხოთ, მართლა გიხარიათ?! და თუ გიხარიათ რა გიხარია, იქნებ ჩვენც გაგვიხარდეს, იმიტომ, რომ იქნებ მივაღწიოთ ისეთ დღეს საქართველოში, როცა ერთად გაგვიხარდება. მაგრამ ახლა თქვენ რაც გიხარიათ, და გგონიათ, რო თავი ქუდში გაქვთ, ეს არის საკუთარი თავის ტყუილში ყოფნა, არც მეტი და არც ნაკლები.
როგორ შეიძლება გიხაროდეს, როცა ისედაც ღრმა უფსკრული ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის წარმოუდგენლად გაღრმავდა. როცა უნდობლობა არჩევნების მიმართ, რაც იყო, ალბათ, გაორგამგდა კიდეც. ან რა გიხარიათ, როცა იცით, რომ მთავარ ქალაქებში ცუდად გაქვთ საქმე".
ასე მიმართა "ქართულ ოცნებას" დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმა პლენარულ სხდომაზე.