თელავში მიხეილ სააკაშვილის სტენსილი გამოჩნდა

გამოქვეყნდა:

თელავში, დასვენების პარკ ნადიკვართან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ნახატი გამოჩნდა.

თელაველი ქუჩის მხატვარი, ნოდარ ნახუცრიშვილი, ამ ფორმით ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს გამოეხმაურა და ნახატს "საქართველოს ბოლო იმედი" მიაწერა.

მხატვარი მედიას არ ეკონტაქტება და მიხეილ სააკაშვილის პორტრეტის კედელზე გამოსახვის მიზეზებზე, კომენტარს არ აკეთებს.

ნოდარ ნახუცრიშვილს ეკუთვნის თელავში,  სხვადასხვა ქუჩის კედლებზე გამოსახული სიმბოლური ნახატები, რომლებთანაც სოციალური ქსელის მომხმარებლები ფოტოებს ხშირად იღებენ.

ავტორი: ია გულიაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი