"გვშურს, რომ საქართველოს მიხეილ სააკაშვილი ჰყავს" | რუსთავის ციხეში რადას დეპუტატი ლიზა იასკო იმყოფებოდა

გამოქვეყნდა:

რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მესამე პრეზიდენტთან შესახვედრად რადას დეპუტატი ლიზა იასკო იმყოფებოდა. როგორც მან ციხიდან გამოსვლის შემდეგ ისაუბრა, მიხეილ სააკაშვილი დღეს პოლიტპატიმარია და მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეებია აღძრული. 

ვფიქრობ, საქართველო ბედნიერი უნდა იყოს რომ მიხეილ სააკაშვილი აქ არის. საკუთარი ხალხის სიყვარულისთვის ის ყველაფერზეა წამსვლელი. ვამაყობ ადამიანით, რომელსაც თავისი ქვეყანა ასე უყვარს. ეს დიდი ბრძოლაა, რომლის მოგებაც ასე გჭირდებათ. ის პოლიტიკური პატიმარია და არ ეთანხმება ბრალდებებს. ქვეყნის მომავლისთვის იბრძვის, ქვეყნის მომავალი და მიშა უნდა დაიცვათ თქვენც. ამასთანავე, ის უკრაინელი პოლიტიკოსია და უკრაინისთვის ბევრი აქვს გაკეთებული. გვშურს, რომ საქართველოს მიხეილ სააკაშვილი ჰყავს, - ამბობს ლიზა იასკო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი