ღრმად დამთრგუნველია ის, რაც საქართველოში ხდება - მაიკლ მაკფოლი

გამოქვეყნდა:

რუსეთში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, მაიკლ მაკფოლი საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და მიხეილ სააკაშვილის დაკავებას გამოეხმაურა.

მაკფოლიმ Twitter-ზე  უცხოური მედიის სტატია გააზიარა, რომელშიც საუბარი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნასა და მიხეილ სააკაშვილის დაკავებას შეეხებოდა. 

" ღრმად დამთრგუნველია ის, რაც საქართველოში ხდება. ბაიდენმა თქვა, რომ მას უნდა მხარი დაუჭიროს დემოკრატიას მთელს მსოფლიოში. უფრო მეტის გაკეთება საქართველოში დემოკრატიის დასაცავად კარგი დასაწყისი იქნებოდა",-წერს მაიკლ მაკფოლი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი