
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, ირაკლი ღლონტმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და ის მტკიცებულებები გაასაჯაროვა, რომელიც, მისი თქმით, არჩევნების გაყალბებას ადასტურებს.
ოქმის თანახმად, 41-ე უბანზე 3 ბიულეტენია დაკარგული, რასაც კომისიის წევრებმა გარიგების შედეგად დამალეს.
"საქმე გვაქვს არჩევნების კლასიკურ გაყალბების ერთ-ერთ მოდელთან. გატყობინებთ, რომ 3 ბიულეტენი საკმარისი იქნებოდა 100-დან 140-მდე ხმის ფალსიფიცირებისთვის. გვსურს მივმართოთ საქართველოს მთავარ პროკურატურას და მოვითხოვოთ გამოძიების დაწყება'' - ამბობს ირაკლი ღლონტი
ბრიფინგზე განცხადება გააკეთა ამავე უბანზე გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა რიმა შარაშენიძემ, რომლის თქმითაც, მან პირადად ნახა როგორ ამოვიდა კონვერტიდან ერთნაირი ბიულეტენები და ეს დააფიქსირა კიდეც, თუმცა კომისიის წევრებმა ამაზე თვალი დახუჭეს.
რიმა შარაშენიძის თქმით, არებობს ფოტო მასალა, რომელსაც დოკუმენტაციის სახით შესაბამის ორგანოებს წარუდგენს.