კულტურულად მიპასუხა, რომ ფეხებზე ჰკიდიათ, რა მიზნით გვერიცხებოდა აპრილში თანხა - მოქალაქეები კომპენსაციას ვერ იღებენ

გამოქვეყნდა:

სამსახურისა და შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეები ხელისუფლების მიერ დაპირებულ კომპენსაციას ვერ იღებენ. როგორც „მთავართან“ საუბარში გიორგი კაციაშვილი ყვება, პრემიერ-მინისტრის დაპირების მიუხედავად, რომ დახმარებას მაინც ვერ იღებს.

კაციაშვილის თქმით, შემოსავლების სამსახურიდან შეტყობინებება მიიღო, რომ მთავრობის დადგენილების მიხედვით, თუ პირს აპრილში ხელფასის აღება უფიქსირდება, ის მაისის კომპენსაციას ვერ მიიღებს.

დაპირების მიუხედავად, რომ აპრილში ჩარიცხული ხელფასის გამო შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფდა ჩვენთვის კომპენსაციის ჩარიცხვას, სამწუხაროდ, ეს დაპირებაც აღმოჩნდა მცდარი. შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა ლევან დგებუაძემ კულტურულად მიპასუხა, რომ მათ ფეხებზე ჰკიდიათ, რა მიზნით გვერიცხებოდა აპრილში თანხა... რჩება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს თანხა ისევ ჩინოვნიკების ჯიბეებში და ალბათ, მათ შორის, ბექა ლილუაშვილის ჯიბეში წავა და ჩვენ ვართ განწირულები უბრალოდ შიმშილისთვის, - ამბობს კაციაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი