"მიტაცებულ არჩევნებს აკანონებენ" - ოპოზიციის აქცია სამტრედიის საოლქოსთან

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში სამტრედიის საოლქო საარჩევნო კომისიასთან ოპოზიცია იკრიბება. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" არჩევნების გაყალბებულ შედეგებს აპროტესტებს. მათი თქმით, რომ არა მასობრივი გაყალბება სამტრედიაში საერთოდ სხვა სურათი იქნებოდა. 

ჩვენგან ყველა უბანზე დაწერილია საჩივრები, რათა გაყალბებული, დისბალანსიანი ოქმები გასაჩივრდეს, მაგრამ საოლქო კომისია მათ კანონიერად არ იხილავს და მიტაცებული არჩევნების დაკანონებას აგრძელებს", - თქვა ენმ-ს მერობის კანდიდატმა, მამუკა ბიბილეიშვილმა.

მისივე თქმით, თუ 2018 წელს ხელისუფლება ამომრჩევლის მოსყიდვას კარტოფილით ცდილობდა, წელს ეს გოჭებით მოხდა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი