"ფსკერი...მხდალი ადამიანი"- ხოშტარია ღარიბაშვილის წერილზე

გამოქვეყნდა:

"მხდალი ადამიანი რომ ჯოხს დაიჭერს და მოუქნელად იქნევს მოგერევითო ეგაა" - პარტია "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია პრემიერ ღარიბაშვილის ღია წერილს ეხმაურება, სადაც ის მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლაზე სხვადასხვა ვერსიებს ავრცელებს და მესამე პრეზიდენტის დისკრედიტაციას ცდილობს.

"ის საწამლავი, რასაც ღარიბაშვილი სააკაშვილზე წერს, თავის ფორმით, ტონით, შინაარსით ბაღიდან უნდა ისწავლებოდეს, რომ არის ფსკერი. სიძულვილი, დამცირება (სინამდვილეში თავს იმცირებს), ტყუილი, ვითომ ძალის დემონსტრირება. სიტუაცია იცვლება ხოლმე, მსგავსი სიტყვები არასდროს არ ქრება

მხდალი ადამიანი რომ ჯოხს დაიჭერს და მოუქნელად იქნევს მოგერევითო ეგაა ზუსტად", - წერს ელენე ხოშტარია.

ღარიბაშვილმა დღეს გავრცელებულ ღია წერილში მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის სხვადასხვა ვერსიებზე იმსჯელა.

 ამავე თემაზე: 

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი