"​სიძულვილის, სიმდაბლის და ამაზრზენი დამოკიდებულების გამოხატულება"  - ენმ-ში ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურებიან

გამოქვეყნდა:

ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება არის გამორჩეული მაგალითი იმ ამორალურობის, ინტელექტუალური სიმდაბლის, იმ ფსკერის, რომელზეც იმყოფება პრემიერმინისტრად წოდებული ივანიშვილის მსახური და მთელი "ქართული ოცნება"- ირაკლი ღარიბაშვილის ავტორობით გავრცელებულ სიძულვილისა და ზიზღის წერილს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ხატია დეკანოიძე გამოეხმაურა.

ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, რომ ივანიშვილის მიზანია, გადაწერონ საქართველოს ისტორია და  მთელი საქართველოს სახელმწიფო დაამცირონ, რადგან მიხეილ სააკაშვილი საპყრობილეში მათთვის "გამოუვალი მდგომარეობაა". 

"სიძულვილის, ადამიანის სიმდაბლის და ზოგადად, ყველაზე უფრო ამაზრზენი დამოკიდებულების გამოხატულება - ზუსტად ეს სიტყვები შეეფერება ღარიბაშვილის იმ მიმართვას, რომელიც დღეს გავრცელდა. გულწრფელად რომ გითხრათ, ასეთი სიმდაბლე, არაადამიანურობა შეშურდებოდა პუტინის გამორჩეულ პროპაგანდისტებსაც კი. ამ მიმართვით ყველამ საბოლოოდ გაიგო და ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მიზანი მართლმსაჯულება და სამართალი კი არ არის სააკაშვილის მიმართ, არამედ მისი მიზანია გადაწეროს საქართველოს ისტორია, შეურაცხყოფა მიაყენოს ვარდების რევოლუციას და სიმდაბლით გამორჩეული ადამიანები, რომელსაც წარმოადგენს ღარიბაშვლი მის უფროსთან ერთად, ცდილობენ, რომ მთელი საქართველოს სახელმწიფო დაამცირონ.

ჟინი და დაუოკებელი ბრძოლა ქვეყნის გადასარჩენად არის ის შიში, რომლითაც ეს პატარა დიქტატორი და მისი ყველა მსახურია შეპყრობილი. მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს, მაგრამ ის არის ძალიან კარგად, ის არის მხნედ. მისი აქ ჩამოსვლა ნიშნავს ზუსტად იმას, რომ მისთვის საქართველოს მომავალი არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ეს მიმართვა, რომელიც მართლაც გამორჩეულია იმ სიმდაბლით, რომელიც ახასიათებს ღარიბაშვილსა და ივანიშვილსა და მის პირად მსახურებს, პირდაპირ მიუთითებს, რომ იგი პოლიტიკური მართლმსაჯულების მთავარი ობიექტია. მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა, რომ ებრძოლოს რეჟიმს და მისი საპყრობილეში ყოფნა არის ივანიშვილისთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ღამისა და დღის კოშმარი. "ოცნებამ" ზუსტად იცის, რომ მათი მდგომარეობა ყველაზე რთულია და მიშა უფრო თავისუფალია გისოსებს მიღმა, ვიდრე თითოეული მათგანი, რომელიც წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის პირად სამსახურში მყოფ ადამიანებს. 

სიმდაბლე, პროპაგანდა რათა გადაწერონ საქართველოს ისტორია, რადგან მათ იციან, რომ საპყრობილეშია საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ფიგურა, რეგიონში გამორჩეული ფიგურა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რაც არის სახელმწიფოს სირცხვილი, წარმოადგენს იმას, რომ მათ მეტი სათქმელი საქართველოს მოქალაქეების მიმართ არ აქვთ. 

სიძულვილი, რომელიც რეალურად მათ ყველას ერთად კვებავს ღარიბაშვილიდან დაწყებული დასრულებული უმრავლესობის თითოეულ წევრამდე არ არის ის მომავალი, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ჩვენ და თავისუფალი მიხეილ სააკაშვილი გისოსებს მიღმა, აუცილებლად ვიქნებით რეჟიმის დასასრულის ავაგანგარდში",- ამბობს ხატია დეკანოიძე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი