ოკუპანტების გატაცებული ახალგაზრდები ისევ ცხინვალის ციხეში რჩებიან

გამოქვეყნდა:

დაუცველი მოქალაქეები საოკუპაციო ხაზთან - შეიარაღებული ფორმიანები ცხინვალის მისადგომებთან ისე დაესხნენ 4 პირს თავს, რომ ამ ამბის გაგება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მხოლოდ მას შემდეგ შეძლო, რაც დე ფაქტო მთავრობამ ცხელი ხაზი აამოქმედა.

საგულისხმოა, რომ დაკავებული გოგა მეტრეველისა და რომან გოჩაშვილის ოჯახებს საოკუპაციო რეჟიმისა და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები ამ დრომდე არ დაკავშირებიან, შესაბამისად, არ იციან რას ედავებიან. 

ოჯახის წევრებისთვის მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ 2 დღის წინ ერგნეთი-ცხინვალის გასაყართან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ახალგაზრდები გაიტაცეს და ცხინვალის ციხეში ორი მათაგნი ე.წ. მოსამართლის "ვერდიქტს" ამ დრომდე ელოდება.

 ოჯახის წევრებისთვის მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ 2 დღის წინ ერგნეთი-ცხინვალის გასაყართან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გაიტაცეს. ცხინვალის ციხეში ორი ახალგაზრდა ე.წ. მოსამართლის ვერდიქტს ამ დრომდე ელოდება.

ცნობისთვის, გუშინ რუსი ოკუპანტები საქართველოს 4 მოქალაქეს დაედევნენ. ოკუპანტებმა 2 მათგანის აყვანა მოახერხეს, ერთმა გაქცევა მოასწრო, ერთი კი 10-12 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა და დაშავდა. 29 წლის მამაკაცი გუშინ საღამოს ქართველი სამართალდამცველების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანეს. მას თავის ტრავმა და მოტეხილობები აღენიშნებოდა. 

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს მოქალაქეების გატაცების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა. სუს-ში ამბობენ, რომ ამოქმედებულია ევროკავშირის ცხელი ხაზი.

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი