თითქმის 20 თვიანი პაუზის შემდეგ კლუბი KHIDI 8 ოქტომბერს საპილოტე ღონისძიებით ბრუნდება. 16-საათიან ღონისძიებაზე კლუბის რეზიდენტები და თბილისური სცენის ახალი ტალღის წარმომადგენლები დაუკრავენ.
ღონისძიება სახელად OPEN CULTURE: KHIDI კვლევითი ხასიათის პროექტია. ღონისძიების მიზანია დახურულ სივრცეში კორონავირუსის გავრცელების რისკები შეაფასოს და მისით სამოქმედო გეგმა შექმნას, რომელიც საკლუბო და საფესტივალო ინდუსტრიას აღდგენაში დაეხმარება.
ღონისძიებაზე დასწრება შეეძლებათ:
"8 ოქტომბერს, სტუმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის პრევენციული შემოწმების მიზნით გამოყენებული იქნება სპეციალური აპლიკაცია, რომელიც სტუმრების კოვიდსტატუსის იდენტიფიცირებას უზრუნველყოფს. სტატუსის შესამოწმებლად გაიარეთ რეგისტრაცია ვებ-გვერდზე: https://covidpass.moh.gov.ge/ და მიიღეთ უნიკალური ბარკოდი", - წერენ ორგანიზატორები.
საპილოტე ღონისძიებაზე დასწრება შესაძლებელია სამი სავალდებულო დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში:
ორგანიზატორები მსურველებს აფრთხილებენ, რომ ტესტირება ადგილზე არ კეთდება, ღონისძიებაზე არ დაიშვებიან:
საპილოტე ღონისძიებაზე დამსწრე პირი ონლაინ ბილეთის შეძენის დროს პერსონალური მონაცემების გაზიარებით ავტომატურად ეთანხმება კვლევაში მონაწილეობის წესებს და პირობებს.
მომხამრებელს 2 ბილეთის შეძენის საშუალება ექნება. კარზე მოქმედებს Face და Age კონტროლი.