"უთხრეს, რომ საწყობში არაა" - მიხეილ სააკაშვილს ტელევიზორს ისევ არ აძლევენ

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, მას საკანში ტელევიზორით სარგებლობის საშუალება ამ დრომდე არ ეძლევა.

"მას არ გააჩნია ტელევიზორი, სხვათა შორის ეს არის ძალიან საინტერესო საკითხი, მას უთხრეს, რომ საწყობში არაა ტელევიზორი და ამიტომ შეყოვნდა თურმე მისთვის საკანში ტელევიზორის დადგმა. მოგეხსენებათ, მსჯავრდებულს უფლება აქვს საკანში ჰქონდეს ტელევიზორი, მაგრამ ასეთი ტექნიკური, წვრილმანი ხერხებით ცდილობენ შეაფერხონ და მას არ ჰქონდეს ინფორმაციაზე წვდომა", - თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა. 

ცნობისთვის, პროკურატურის მოთხოვნით მესამე პრეზიდენტს სატელეფონო ზარის უფლებით სარგებლობაც შეეზღუდა. მიხეილ სააკაშვილს საზოგადოებასთან კონტაქტის ერთადერთ საშუალებად ვიზიტორები ჰყავს დარჩენილი. ის შიმშილობას აგრძელებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი