მუქარა მხუთავი აირით - როგორ გაიგო ვოლკსიმ ღარიბაშვილის გეგმები

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატის, გია ვოლსკის აზრით, პრემიერმა მიხეილ სააკაშვილის დაანონსებული შეკრების "მხუთავი არითა" და წყლის ჭავლით დაშლაში არა მშვიდობიანი აქციის მონაწილეების დაშლა, არამედ "აგრესიული ძალები" იგულისხმა. 

ღარიბაშვილს ღია წერილში ეს დეტალი არ დაუკონკრეტებია, ასევე გაუგებარია რატომ დაწერა მან "მხუთავი აირი" და არა ცრემლსადენი გაზი.

"პრემიერმინისტრი ლაპარაკობს იმაზე, რომ მშვიდობიანი მანიფესტაცია თუ არ იქნებოდა, და თუ იმ რევოლუციური გეგმის განვითარება შეეძლებოდა სააკაშვილს, რა რესურსი შეიძლება ყოფილიყო გამოყენებული. ამაზე საუბრობდა და არა მშვიდობიან მანიფესტაციაზე, რაზეც თვითონ სააკაშვილს არასდროს უსაუბრია. 

ყოველთვის საუბრობდა, რომ არჩევნები არ არის ის ფორმა, რომლითაც უნდა მოვიდეს ქვეყნის სათავეში. და მისი ჩამოსვლის ფორმა, შემოპარვის ფორმა სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ სწორედაც იმ რევოლუციური პროცესის განვითარება ჰქონდა აზრად, რომელსაც უნდა გაეერთიანებია გარკვეული აგრესიული ძალები და არა მშვიდობიანი დემონტრაციის მონაწილეები", - თქვა გია ვოლსკიმ. 

მისი თქმით, სააკაშვილის გადაადგილება ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ კონტროლდებოდა. 

ცნობისთვის, ხელისუფლებას წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი 5 ივლისის აქციის აგრესიული მონაწილეების დასაშლელად არ გამოუყენებია.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი