
პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულებისა და მასთან პარლამენტარების შესვლის საკითხზე ისაუბრა და თქვა რომ "ნურავის აქვს მოლოდინი, რომ ერთ დღეში ყველა მსურველი შეძლებს სააკაშვილთან შესვლას, საუბარია პენიტენციურ დაწესებულებაზე და არა სასტუმროზე".
მისი თქმით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთა შესვლას გუშინ 15 დეპუტატი ითხოვდა.
"რა რაოდენობით შევლენ მე ვწყვეტ, გამომდინარე იმ უსაფრთხოების ზომებიდან და პენიტენციური დაწესებულების წესებიდან, რაც არსებობს. უარს არც ვაპირებ, რომ ხვალაც ვინმეს ვუთხრა, მაგრამ ნამდვილად გაკონტროლდება ზომიერება, დღეში მომნახველებისა და მსურველების რაოდენობა, ვისაც შესვლა უნდა...
ნურავის აქვს მოლოდინი, რომ ერთ დღეში ყველა შეძლებს შესვლას, ვინც მსურველია. ეს გამორიცხულია. საუბარია, პენიტენციურ დაწესებულებაზე და არა სასტუმროზე, სადაც მისაღებში შეუძლიათ ისაუბრონ. ყველა შევა, როდესაც მოთხოვნები შემოვა, გადანაწილდება და მათ მიეცემათ შესაძლებლობა, მოინახულონ თავიანთი გუნდის წევრი",- თქვა კახა კუჭავამ.