შიმშილობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება იმდენად მტკიცეა, ჩვენ უკვე ამაში ვეღარ ჩავერევით - ნიკა გვარამია 

გამოქვეყნდა:

შიმშილობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება იმდენად მტკიცეა, ჩვენ უკვე ამაში ვეღარ ჩავერევით - ნიკა გვარამია 

ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში მივიდა. მან კომენტარი გააკეთა იმ ფაქტზე, რომ მესამე პრეზიდენტს ამ დრომდე არ აქვს ტელევიზორი და თქვა, რომ ციხის ადმინისტრაცია ამით დანაშაულს სჩადის. 

მიშა მაგას მოითმენს რამენაირად, მაგრამ ციხის ადმინისტრაციის ასეთი ქმედებები სად აისახება ვნახავთ.

მას ბარათზე დარიცხული აქვს ფული. კაცი შიმშილობს და ტელევიზორი უნდა მხოლოდ და რას ეუბნებიან? იშიმშილე, ფულიც გქონდეს, მაგრამ თუ გინდა საჭმელი იყიდე მხოლოდ?

ყველა თვალსაზრისით სირცხვილია, სამართლებრივად კი დანაშაული - ამბობს ნიკა გვარამია.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება შიმშილობასთან დაკავშირებით, იმდენად მტკიცეა, ამაში უკვე ვეღარავინ ჩაერევა.

ნიკა გვარამია ღარბიაშვილის დღევანდელ წერილთან დაკავშირებით ამბობს, რომ "ქართული ოცნება" უკვე კოლექტიურ თიკა კანდელაკად იქცა და მათი პასუხი ნიშნავს, უპასუხო კანდელაკს, ჟირინოვსკის და მსგავს ფიგურებს. 

მისივე თქმით, ის მიმართავს ერთადერთ ადამიანს, ვინც გადაწყვეტილებას იღებს - ბიძინა ივანიშვილს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი