პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილზე გავრცელებულ წერილში "მხუთავი აირი" "ცრემლსადენი გაზით" ჩაანაცვლა.
დღეს, 6 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გაავრცელა. წერილში ღარიბაშვილი წერდა: "[მიხეილ სააკაშვილი] 3 ოქტომბერს მოულოდნელადაც რომ გამოჩენილიყო რუსთაველზე, პოლიცია წყლის ჭავლის ან მაქსიმუმ, მხუთავი აირის გამოყენებით დაშლიდა მათ მაქსიმუმ 5000-კაციან შეკრებას და სააკაშვილს უმარტივესად დააკავებდა."