"მზად არის, ნებისმიერი ტესტი ჩაიტაროს" - ნიკა გვარამია ციხეში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა

გამოქვეყნდა:

"მე არც ვუპასუხებდი მიშას ადგილზე ღარიბაშვილს, მაგრამ ეს მისი გადაწყვეტილებაა. ის მზად არის რომ ნებისმიერი ტესტი ჩაიტაროს", - ამის შესახებ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ ისაუბრა. 

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას განაგრძობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

"ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე მოგვარდება ტელევიზორთან დაკავშირებული პრობლემა. ყოველშემთხვევაში, ეს პირობა ჩვენ მივიღეთ. რაც შეეხება მის მდგომარეობას, ძაან დიდი ხანია მე ასეთი სააკაშვილი არ მინახავს, გულწრფელად გეტყვით. მისი მთავრობის წევრი ვიყავი და როცა პიკზე იყო თავისი აქტივობების და პოზიტიური რეფორმატორული აქტივობების, მას მერე არასოდეს მინახავს მიხეილ სააკაშვილი ასეთი მხნე. არაფერი ეტყობა შიმშილობის. იმ თვალსაზრისით, რომ ნამდვილად შიმშილობს, ჯერჯერობით, ჯანმრთელობის მხრივ ძალიან ნორმალურად არის, თუმცა, ცხადია, რომ უახლოეს დღეებში ჯანმრთელობის მდგომარეობა დაიწყებს გაუარესებას. ბუნებრივია, იგი არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას და შესაბამისად, სამედიცინო ადმინისტრირებაზეც უარი აქვს ნათქვამი, - ამბობს ნიკა გვარამია. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი