თბილისი მერის, კახა კალაძის მამის მიერ ორგანიზებული ძალადობრივი დაპირისპირება სამტრედიაში. კარლო კალაძის მართული ჯგუფი ქალაქის ცენტრში ოპოზიციის საპროტესო აქციის პარალელურად გამოჩნდა. აქციაზე, სადაც არჩევნების ტოტალურად გაყალბებას აპროტესტებდნენ, ვითარება მალევე, მას შემდეგ დაიძაბა, რაც საკრებულოს წევრებისა და საჯარო მოხელეების დაჯგუფება კალაძის მეთაურობით მედიის ტერორზე გადავიდა.
"ქართული ოცნების" შტაბში დაგეგმილ შურისძიებას ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველებიც აკვირდებოდნენ, თუმცა გავლენიანი შვილის ასევე გავლენიანი მამის შიშით პოლიციელებმა ღია მუქარისა და ძალადობისა ფაქტები რეაგრების გარეშე დატოვეს და მოძალადებიის განრიდებაც კი არ უცდიათ.