"პარტია შემოხაზეთ და მე არა, აუცილებლად გავითვალისწინებ" | ქუთაისში "ოცნების" კანდიდატი საჯარო მოხელეებს ემუქრება

გამოქვეყნდა:

ქუთაისში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი საჯარო მოხელეებს აშინებს. სახელისუფლებო პარტიის მერობის კანდიდატმა, კანონდარღვევით საკრებულოს დარბაზში თათბირი გამართა და თანამშრომლებს უთხრა, რომ მას არჩევნებში ხმა თანამშრომლებმა არ მისცეს, რასაც მერად არჩევის შემდეგ გაითვალისწინებს.

"პარტია შემოხაზეთ და მე არა, გუნდმა მიღალატეთ, აუცილებლად გავითვალისწინებ,"- უთხრა ხახალეიშვილმა თანამშრომლებს თათბირზე.

ცნობისთვის, ქუთაისში არჩევნების მეორე ტური გაიმართება, პირველ ტურზე კი ხმების უმრავლესობა ოპოზიციის მხარდაჭერილმა კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ მიიღო.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი