
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მონტენეგროს პრეზიდენტი ჩამოვიდა. მილო ჯუკანოვიჩს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დახვდნენ.
მონტენეგროს პრეზიდენტი პირისპირ შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერთან. მილო ჯუკანოვიჩი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელსაც ეწვევა.
მონტენეგრო 2017 წელს ნატოს 29-ე წევრი სახელმწიფო გახდა. 2009 წლის შმდეგ, ეს ნატოში რიგით მეშვიდე გაფართოება იყო.