"სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის" მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ არჩევნების დღეს არაუფლებამოსილი პირები ამომრჩევლების პერსონალურ ინფორმაციას ფლობდნენ. მონიტორინგის ჯგუფი ამ შესაძლო კანონდარღვევის გამო, დღეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ხვდება.

ორგანიზაცია დეტალურ ინფორმაციას წარადგენს არჩევნებში მონაწილე ადამიანების პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.

"რუსთავის ოლქში დავაფიქსირეთ საინტერესო ფაქტი, კერძოდ, ამომრჩევლის მობილიზება და მათი პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროება ხდებოდა. ამაში ჩართულები იყვნენ როგორც უბნის გარეთ მობილიზებული კრიმინალები, ისე საუბნო კომისიის ნაკადის მომბილიზებელი და "ფეიქ" არასამთავრობოები", - თქვა ორგანიზაციის დირექტორმა, თენგიზ თევზაძემ. 

მისივე თქმით, იმედი აქვთ სახელმწიფო ინსპექტორი დაადგენს რასთან გვქონდა საქმე და შემდეგ ტურზე ამის პრევენცია მოხდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი