ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, პირები, რომლებსაც უცხოეთში სხვადასხვა მიზნებიდან გამომდინარე მოგზაურობა უწევთ, შეძლებენ განმეორებითი აცრა ევროკავშირში, ან ამერიკაში აღიარებული ვაქცინით შეძლონ.
"ბოლო პერიოდის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტრომ მომართა არაერთმა მოქალაქემ, რომელსაც უწევს მოგზაურობა უცხოეთში სხვადასხვა მიზნებიდან გამომდინარე და ისინი ითხოვდნენ ვაქცინაციას, იმ ვაქცინით, რომელიც აღიარებულია ევროკავშირში, აშშ-ში, ამდენად მათთვის მნიშვნელოვანი იყო განმეორებითი ვაქცინაცია. [...]
განსხვავებული ვაქცინით ვაქცინაცია დასაშვებია პირველი ვაქცინაციის დასრულებიდან 28 დღის შემდეგ, ამდენად ჩვენს შემთხვევაშიც შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს რეკომენდაცია და დავუშვათ იმ პირების განმეორებითი ვაქცინაცია მათ მიერ მოთხოვნილი ვაქცინით, რაც გამომდინარეობს მოგზაურობის ან ბიზნესმიზნებიდან და ეს შეიძლება იყოს ფაიზერის, შეიძლება იყოს ნებისმიერი სხვა ვაქცინა, რომელსაც ის ქვეყანა იღებს, სადაც პირი მიემგზავრება", - თქვა თამარ გაბუნიამ.
გაბუნიას განცხადებით, ასაცრელად მოქალაქეებმა უნდა მიმართონ ამცრელ დაწესებულებას და თან იქონიონ მიზნობრიობის ანუ მოგზაურობის დამადასტურებელი საბუთი.
ამავე თემაზე: