
„ქართულ ჯიგრულ პონტში“ აჭარაში მოპარულია ერთი მილიარდი ლარი, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რეზო ხარაზი პრემიერის პარლამენტში გამოსვლას.
ოპოზიციური პარტიის წევრმა 50 პროექტი წარადგინა, რომლებიც ხელისუფლების ოპონენტებს აქვთ შესწავლილი და ამ პროექტების შესახებ სახელმწიფო აუდიტის დასკვნაც არსებობს.
ხარაზის განმარტებით, აუდიტის დასკვნაში წერია, რომ კონკრეტული პროექტების მიმართ მაღალჩინოსნების ინტერესები და კორუფციული გარიგებების ნიშნები იკვეთება.
რეზო ხარაზმა თანხების არასწორ ხარჯვაზეც ისაუბრა და კონკრეტული მაგალითებიც მოიყვანა.