ასეთი გაბედული ნაბიჯი ნაჩვენები იყო იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მას ელოდებოდნენ - მაკა ჩიჩუა მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის მეუღლე, ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნებას ეხმაურება და ამბობს რომ ეს ნაბიჯი მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა: 

მისი ჩამოსვლა ძალიან გამბედავი ნაბიჯი იყო, რასაც ვერ დაუკარგავ ნამდვილად და ამას მე მგონი ყველა ერთხმად აღიარებს. მე არ ველოდი. მე მეგონა, რომ ვერ გაბედავდა და თავს არ გაწირავდა ასე, იცოდა მას ციხეში ჩასვამდნენ. ასეთი გაბედული ნაბიჯი ნაჩვენები იყო იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მას ელოდებოდნენ" ამბობს მაკა ჩიჩუა "დღის სტუმარში" საუბრისას. 

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას, ჩიჩუა ამ შემთხვევაში ქართული სასამართლოსა და მართლმსაჯულების არასანდოობაზე საუბრობს:  

"რაზე ვილაპარაკო, როცა ამ სასამართლოს უკვე აღარავინ ენდობა. დაზარალებულის სასრგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილებაც კი, ვიცი წულუკიანისგან, რომელმაც უგულვებელჰყო სასამართლო".... - ამბობს ჩიჩუა.

მისივე თქმით, მსოფლიოში პრეზიდენტების დაპატიმრების პრაქტიკა არსებობს, თუმცა დანაშული უნდა დამტკიცდეს:

"საზოგადოებას გააგებინონ და დაუმტკიცონ ყოფილ პრეზიდენტს რაში მდგომარეობს მისი ასეთი ბრალი, რომ ასეთი ფიგურა დღეს შეიძლება გამოკეტო, დაუმტკიცონ, ეს სახელმწიფოებრივი საკითხია"- ამბობს ჩიჩუა "დღის სტუმარში"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი