პატრიარქის მდივანი, მამა მიქაელ ბოტკოველი სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში მივიდა. ის სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილს შეხვდება.
სასულიერო პირი მესამე პრეზიდენტს სავარაუდოდ შიმშილობის შეწყვეტის მოთხოვნას გადასცემს პატრიარქის მხრიდან. როგორც ბოტკოველი ამბობს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სწორედ პატრიარქის კურთხევით მივიდა.