პროტესტის ამ ფორმით პასუხობს იმ უსამართლობას, რაც საქართველოშია - ბასილაია მიხეილ სააკაშვილის შიმშილობაზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის ამოცანაა, შიმშილობით უპასუხოს იმ უსამართლობას, რაც დღეს საქართველოშია. ბასიალაიამ ამ თემაზე მესამე პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

"მიშას პრინციპული პოზიციაა შიმშილობა და ეს პრინციპული პოზიცია მომდინარეობს იმ უსამართლობასთან ბრძოლის წინააღმდეგ, რაშიც მიხეილ სააკაშვილი და მთელი ქართული დემოკრატიული საზოგადოება არის შესული. მიშას ამოცანაა, რომ პროტესტის ამ მშვიდობიანი, თუმცა ძალიან მკაფიო და რთული ფორმით უპასუხოს იმ უსამართლობას, რაც დღეს საქართველოშია", - თქვა ბექა ბასილაიამ. 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი მე-7 დღეა შიმშილობს. მასთან დღეს პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი მივიდა, რომელიც მესამე პრეზიდენტს პატრიარქის თხოვნას გადასცემს, შეწყვიტოს შიმშილობა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი