"საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, "კომედია ტრაგიკომედიაში არ გადაზარდოს". ამ ფორმით ის მესამე პრეზიდენტის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
მისი აზრით, ეს "სპექტაკლები და მასკარადები" ქვეყნის იმიჯს, ეკონომიკურ განვითარებას და სიმშვიდეს აზიანებს.
"მმართველმა ძალამ ერთი რამ უნდა გაიგოს, რომ ეს კომედია ტრადგიკომედიაში არ გადაიზარდოს, ეს ტრაგიკომედია უკვე ქვეყანაზე იმოქმედებს მათზე კი არა, მათ რომ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით რომ ჰგონიათ რომ ყველაფერი მოსულა, არაუშავს, ქვეყანა გადაიტანს, ესე არ არის, ესე არ ხდება. ქვეყანა ყოველდღიურად მსგავსი სპექტაკლებით და მასკარადებით ზიანდება. ამ მასკარადების მიზანი კი ძალაუფლების შენარჩუნებაა", - თქვა გიორგი გახარიამ.
მიხეილ სააკაშვილი უკვე მე-7 დღეა შიმშილობს. მასთან დღეს პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი მივიდა, რომელმაც მესამე პრეზიდენტს პატრიარქის თხოვნა გადასცა, შეწყვიტოს შიმშილობა.
პარალელურად, პოლიტსაბჭოს საგანგებო სხდომა იმართება "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში". შეხვედრის მთავარი თემა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა და საპყრობილედან მისი გათავისუფლების გზები იქნება.