ზედმეტი წარმოდგენა აქვს საკუთარ პოლიტიკურ შესაძლებლობებზე - ოხანაშვილი გახარიაზე

გამოქვეყნდა:

რატომღაც ზოგ-ზოგიერთ ე.წ. პოლიტიკოსს აქვს განცდა და ამბიცია იმისა, რომ აუცილებლად წარმოადგენენ ისეთ პოლიტიკურ ჯგუფს, რომ მმართველი პარტია მათთან აუცილებლად უნდა შევიდეს მოლაპარაკებაში. ეს არის მე ვფიქრობ ზედმეტი წარმოდგენა საკუთარ პოლიტიკურ შესაძლებლობებზე. მმართველი პარტიისთვის საუბარი, დიალოგი ისეთ ადამიანებთან, ისეთ ე.წ. პოლიტიკოსებთან, რომლებიც ასოცირებული არიან ერთი მხრივ ღალატთან, ხოლო მეორე მხრივ ძალადობასთან, ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობას“, ჩვენთვის არ არის მისაღები ასეთ ადამიანებთან რაიმე ტიპის პოლიტიკური დიალოგი.

ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ნარი ოხანაშვილი ყოფილი პრემიერის და პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის, გიორგი გახარიას განცხადებას, რომელმაც მმართველ გუნდს და ენმ-ს საკრებულოების დაკომპლექტების საკითხზე სამმხრივი დიალოგი შესთავაზა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი