
"ევროპული საქართველო" პრემიერმინისტრს ტყუილში ადანაშაულებს - ირაკლი აბესაძე ბიუროკრატიულ თანხებთან დაკავშირებით, გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება. ამბობს, რომ "ქართული ოცნების" ბიუროკრატიული დანახარჯი იმაზე დიდია, ვიდრე ეს პრემიერმა რამდენიმე დღის წინ დაასახელა.
"ევროპულ საქართველოში" ამბობენ, რომ გახარიას მიერ დასახელებულ რიცხვში არ იყო სსიპ-ების, აიპ-ებისა და შრომითი ხელშეკრულების ხარჯები. საუბარია 600 მილიონ ლარზე. ირაკლი აბესაძე პრემიერს ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებისკენ მოუწოდებს.
გახარიას თქმით, ბიუროკრატიული ხარჯების სიმცირით საქართველო მეორე ადგილს იკავებს, თუმცა აბესაძის თქმით, მეოთხე ადგილზე ვართ, სადაც არ შედის პრემიერის მიერ აღნიშნული 600 მილიონი და ბიუროკრატიული ხარჯები.