აქტივისტებმა რუსთავის ციხესთან ხმის გამაძლიერებელი მიიტანეს | მიხეილ სააკაშვილი "მთავარი არხის" საინფორმაციო გამოშვებას უსმენს

გამოქვეყნდა:

საპროტესტო მუხტის მობილიზება რუსთავის ციხესთან. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისა და მისი იზოლაციის შეწყვეტის მოთხოვნით, სამოქალაქო აქტივისტები საპატიმროსთან პერმანენტულ აქციებს იწყებენ.

ამ წუთებში სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ხმის გამაძლიერებელი დინამიკებია მიტანილი და ქვეყნის მესამე პრეზიდენტი "მთავარი არხის" საინფორმაციო გამოშვებას უსმენს, აქტივისტები მიხეილ სააკაშვილს მიმართავენ.

სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და ამას პრემიერმინისტრისა და ქართული ოცნების წარმომადგეენლების განცხადება ადასტურებს.

მათივე თქმით, აქციები ყოველდღიურად, მიხეილ სააკაშვილის იზოლაციისა და პატიმრობის დასრულებამდე გაგრძელდება.

სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებასთან, პარალელურად, საპატრულო და კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი