რომან გოცირიძის „საპასუხო გასროლა“ – „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა გია ვოლსკის მისამართით "გაისროლა“. გოცირიძის ეს ჟესტი „ქართული ოცნების“ დეპუტატის რამდენიმე დღის წინანდელ საქციელს მოჰყვა, როდესაც ვოლსკიმ მას „ესროლა“.
ამ ჟესტის შემდეგ გია ვოლსკიმ რომან გოცირიძეს "სროლა" დაუწუნა.
მე ვთქვი, ხომ არ ესვრი მეთქი და შენ აკეთებ პირდაპირ სროლას, ეგრე არ შეიძლება. გაიწიოსო ჟურნალისტებმა მითხრეს, რა ვქნა ხომ არ ვესვრი მეთქი, შენ აკეთებ პირდაპირ რა ვქნას კი არა, ეგ არ არის სწორი, - მიმართა ვოლსკიმ გოცირიძეს.
ვოლსკის პასუხად რომან გოცირიძემ აღნიშნა, რომ მან "ბამბის ტყვიები" ესროლა.
შესანიშნავი შვიდეული თვალდახუჭული რომ ისვრის დანასაც კი. ხოდა დაავიწყდა, რომ ძალიან დიდი ხნის გამოცდილება მაქვს პოლიტიკაში და შესანიშნავი შვიდეულის ერთ-ერთი მთავარი წევრი ვარ. მან ნამდვილი ტყვიები მესროლა, მე კი ბამბის ტყვიები დავუშინე სიმბოლურად, - აღნიშნა გოცირიძემ.