პრემიერის ბოლო ვიზიტისას პარლამენტში იყო უადგილო ოხუნჯობა და სიტყვამოსწრებულობა, - ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა გააკეთა.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა პრემიერის პარლამენტში წინა გამოსვლა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ გიორგი გახარიამ ბევრ კითხვაზე პასუხის გაცემას თავი აარიდა.
რაც ვიხილეთ პრემიერის უკანასკნელი ვიზიტისას პარლამენტში, ეს იყო სრულიად უადგილო ოხუნჯობა, სიტყვა მოსწრებული პასუხები, რომელიც თავს არიდებდა კონკრეტულ შეკითხვებს და ჩვენ დღემდე გვწერს ათასობით ჩვენი თანამოქალაქე, რომლებსაც პრემიერის გამოსვლის შემდეგ რჩება კონკრეტული შეკითხვა - რას სთავაზობს მას კონკრეტულად სახელმწიფო ადამიანებს, რომლებიც არინ დარჩენილი შემოსავლის გარეშე, რომელთა ბიზნესიც დგას გაკოტრების წინაშე და საქართველოს მოქალაქეებმა პასუხები პრემიერმინისტრისგან იმ პრობლემებზე, რომელიც მათა აწუხებთ, ვერ მიიღეს, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
პრემიერს ინტერპელაციის წესით რამდენიმე საათში მოუსმენენ. მას „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრების კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს.