,,თავისუფლება მიშას!" - ამ შინაარსის წარწერები გაჩნდა გვიან ღამით ქუთაისის ქუჩებში. წარწერები გააკეთეს გზებზე, გაჩერებებსა და სხვადასხვა ობიექტებზე და ამ ფორმით, მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნას შეუერთდნენ.
ქუთაისში წარწერების წაშლა დილიდან უკვე დაიწყეს. სამუშაოებს სავარაუდოდ, მერიის დასუფთავების თანამშრომლები ასრულებენ.
წარწერები გამოჩნდა თბილისის ქუჩებშიც, თუმცა ვინაა ავტორი ჯერჯერობით უცნობია.