შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების პირველადი ინფორმაციით, კორპუსის სადარბაზო ჩაინგრა.
შსს-ში აცხადებენ, რომ დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.
"ამ დროისთვის, მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. ნგრევის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.
მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ადგილზე უკვე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, მათ შორის ავტოკიბე. დამატებით, ასევე, მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები. მიმდინარეობს აჭარის მეზობელი რეგიონებიდან დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება", - წერია უწყების განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, ასევე, ადგილზე მყოფ ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელს, დაემორჩილონ შსს-ს თანამშრომლების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები.
ამავე თემაზე:
ფოტო: აჭარის ტელევიზია