"არ სურთ ივანიშვილს ძილი დაუფრთხონ" - "ევროპული საქართველო" "ალმასგან" ბანერების განთავსებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

სარეკლამო კომანია "ალმა", რომელმაც წინასაარჩევნოდ საკუთარ ბილბორდებზე "სისხლიანი ბანერები" გააკრა, "ევროპულ საქართველოს" ბანერების განთავსებაზე უარს ეუბნება. ბანერებზე ბიძინა ივანიშვილია გამოსახული, როგორც ჯორჯ ორუელის წიგნის - "ცხოველების ფერმის" პერსონაჟი.

კონტრაქტის პირობების თანახმად, ბანერები ქალაქის რამდენიმე ცენტრალურ ლოკაციაზე უნდა განთავსებულიყო. კომპანიას მათ დასამზადებლად 5-დღიანი ვადა ჰქონდა.

პარტიაში ამბობენ, რომ თანხის ნახევარი უკვე გადახდილი აქვთ.

"ჩვენ მივაკითხეთ ამ კომპანიას 29 სექტემბერს და შევუკვეთეთ ამ პოლიტიკური სატირის გაკვრა თბილისის მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე, მათ ეგრევე შეექმნათ პრობლემები და წინააღმდეგობები, იმიტომ, რომ მათ არ სურთ ბიძინა ივანიშვილს ძილი დაუფრთხონ. "ალმას" დღეს მოვაკითხეთ, ისინი ჩაკეტილები არიან, არც კარს აღებენ, ტელეფონზე ვურეკავთ და არ იღებენ, ასე ქურდულად იმალებიან", - თქვა გიორგი ნონიაშვილმა. 

"ევროპული საქართველო" კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების შესრულებას და ბილბორდების განთავსებას დღის ბოლომდე ელოდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი