რუსთავის ციხესთან ზვიად კუპრავა დააკავეს - ხმაური აქციაზე

გამოქვეყნდა:

რუსთავის ციხესთან ზვიად კუპრავა დააკავეს. პოლიციამ მას საღებავები ჩამოართვა.

სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულების ტერიტორიაზე აქცია მიმდინარეობს. აქტივისტებმა კედელზე წარწერები- "თავისუფლება მიშას" დატოვეს.

პოლიციამ აქციის მონაწილეების ავტომობილები გაჩხრიკა, ამოიღო საღებავი და მას "დანაშაულის ჩადენისთვის გამოყენებადი ნივთი" უწოდა.

აქციის ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა და საჭირო გახდა სასწრაფო დახმარების გამოძახება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი