რომან გოცირიძემ ხუთ წუთში რვა ტყუილის თქმა მოასწრო - ირაკლი კობახიძე

გამოქვეყნდა:

ხუთი წუთის განმავლობაში ისმებოდა კითხვა გოცირიძის მხრიდან და ჩვენ დავთვალეთ, რომ ამ ხუთის წუთის განმავლობაში მან მოასწრო რვა ტყუილის თქმა, - ეს განცხადება პარლამენტის წევრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ინტერპელაციის ფორმატში პრემიერთან მიმდინარე შეხვედრას ეხმაურება, რა დროსაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ ქვეყანაში არსებულ სიღარიბეზე ისაუბრა.

ნათელია, რომ აქ დემაგოგიის გარდა, არაფერთან არ გვაქვს საქმე. რეგლამენტის თანახმად, ბუნებრივია, პრემიერმინისტრი პატივს სცემს პარლამენტს, ის მობრძანდა პარლამენტში და გასცა პასუხი ამ დემაგოგიურ შეკითხვებს, რომელიც იყო ტყუილებით გაჯერებული და კიდევ ერთხელ მიიღეს საკადრისი პასუხი, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის მოსმენა პარლამენტში გრძელდება. გიორგი გახარიას ინტერპელაციის ფორმატში დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი