ოპოზიცია ევროკავშირის წარმომადგენლობაში შეხვედრებს მართავს

გამოქვეყნდა:

ოპოზიციის წარმომადგენლებმა ევროკავშირის წარმომადგენლობაში შეხვედრებს მართავენ. ისინი დიპლომატიურმა უწყებამ თავადვე მიიწვია. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ლელოს ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, საუბარი 2 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს და გამოვლენილ დარღვევებს ეხებოდა.

"ცხადია რომ უნდა ვიბრძოლოთ და საერთაშორისო მეგობრებს ვთხოვეთ, რომ ჩაერთონ ისინი, რომ არ დავუტოვოთ ის მოპარული ხმები, რომლებიც გამოვლინდა ყველა გახსნილ და გადათვლილ უბანზე.

ისინი აბსოლუტურად ინფორმირებულები არიან, ჩვენ დამატებითი ინფორმაციაც მივაწოდეთ ველოდებით მათგან ჩართულობას. ზედმიწევნით ადევნებენ თვალს ყველა საჩივარს, ყველა მოპყრობას, რომელსაც დგამს ცესკო, საოლქო კომისიები" - ამბობს ჯაფარიძე.

ევროკავშირის წარმომადგენლობაში შეხვედრები გრძელდება და არსებული ინფორმაციით იქ სხვა ოპოზიციური ლიდერები იმყოფებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი