
კორონა პანდემიის პირობებში, ვერ შეძელით, ოცი ივნისის სისხლიანი ჯალათის სახელი მოგეშორებინათ, - ასე მიმართავს პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი ნატო ჩხეიძე პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას.
რომ შეგძლებოდათ, მოგსურვებინათ, ან გაგერისკათ ყოფილიყავით არა ექიმების რეკომენდაციების შემსრულებელი ადმინისტრატორი, არამედ რეფორმატორი პრემიერი, რომელიც შეძლებდა შეექმნა რეფორმები ამ ორ-სამ თვეში, სწორედ ძნელბედობის ჯამს, ამით თქვენ მოახერხებდით, რომ ოცი ივნისის სისხლიანი ჯალათის სახელი თუ ვერ გადაფარავდით, ოდნავ მაინც ხალხის გულისწყრომას შეასუსტებდით. მაგრამ თქვენ ეს ვერ მოახერხეთ ან ვერ გაბედეთ და ამიტომ, მე ვიტყოდი, რომ ჩვენი ქვეყანა ნამდვილად იმსახურებს უკეთეს მთავრობას, - მიმართა ნატო ჩხეიძემ პრემიერმინისტრს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარია პარლამენტში ინტერპელაციის წესით იმყოფება. პრემიერი კითხვებზე საპასუხოდ "ევროპული საქართველოსა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა მიიწვიეს.