
არჩევნებზე პარტიების სარეკლამო ხარჯებმა 6.7 მილიონი ლარი შეადგინა და ამ თანხის 80%-მდე (5.3 მილიონი) “ქართულმა ოცნებამ” დახარჯა - ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს.
ამასთანავე, "ქართული ოცნების" მაჟორიტარებმა თბილისში 16-ჯერ მეტი დახარჯეს FB რეკლამაში, ვიდრე ოპოზიციამ.
"სექტემბერში, თბილისში, ქართული ოცნების მაჟორიტარების ხარჯებმა ფეისბუქზე $16,076 შეადგინა, ხოლო ოპოზიციის შეთანხმებული კანდიდატებისამ – $1,021 ლარი.
ქართული ოცნების მაჟორიტარმა ავთანდილ ცინცაძემ, რომელიც საბურთალოზე მეორე ტურში გავიდა, მთავარ კონკურენტზე 28-ჯერ მეტი დახარჯა ფეისბუქრეკლამაში",- წერია განცხადებაში.