
ბათუმში "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატი გიორგი კირთაძე ამბობს, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, არა ის, რომ ბათუმში ქაოსური მშენებლობები წლებია მიმდინარეობს და ოპოზიცია ამაზე მუდმივად აფრთხილებდა ხელისუფლებას, არამედ ის, რომ მაშველებმა შეძლონ და ადამიანები ცოცხლები ამოიყვანონ.
გიორგი კირთაძემ დღეს გაწეული შრომისთვის მაშველებს განსაკუთრებული მადლობა გადაიხადა და აღნიშნა, რომ მათს ეფექტურ მუშაობაზე ბევრია დამოკიდებული.
" ჩვენ ამ თემებზე დიდი ხანია ვსაუბრობთ და ამ თემაზე საუბარი აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ, უბრალოდ დღეს არ მინდა ამ თემაზე ვისაუბრო. დღეს მნიშვნელოვანია, რომ სამაშველო სამსახურმა იმუშაოს სწრაფად და ეფექტურად. მადლობა ყველა მათგანს. მთელი დღეა ვუყურებთ მე-11 საათია თუ არ ვცდები, წამით არ შეუსვენიათ და ყველაფერს აკეთებენ იმ ადამიანების გადასარჩენად, რომლებიც მოყვნენ ნანგრევებში და ყველამ უნდა ვილოცოთ ახლა იმისთვის, რომ ის ადამიანები ცოცხლები ამოვიდნენ ამ ნანგრევებიდან",- თქვა გიორგი კირთაძემ.