ფოთი-აბაშა-ბათუმი-ქუთაისი-თბილისი | მესამე პრეზიდენტის მარშრუტი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ

გამოქვეყნდა:

ფოთი-აბაშა-ბათუმი-ქუთაისი -თბილისი- ეს არის მარშრუტი, რომელიც სამშობლოში დაბრუნების შემდეგ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გაიარა.

დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულების საქმეში არაერთი საინტერესო ფოტო და ვიდეო მასალა დევს.

საქმის მასალებიდან დგინდება, რომ ხელისუფლების წევრების მტკიცება, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის წამიდან ჰქონდათ ინფორმაცია არის ტყუილი.

ირკვევა, რომ საგამოძიებო უწყებებმა გამოძიება 1 ოქტომბერს დაიწყეს, ხოლო სასაზღვრო პოლიციას 2 ოქტომბერს მიმართეს. დგინდება, რომ საგამოძიებო უწყებებმა გამოძიება მას შემდეგ დაიწყეს, რაც მან სოციალურ ქსელში  ბათუმში გადაღებული ვიდეოები ატვირთა. 

საგამოძიებო საქმეში დევს ფოთის ნავსადგურის თანამშრომლის ჩვენება:

"მიმდინარე წლის 28 სექტემბრის საღამოს 8 საათიდან, 29 სექტემბრის დილის 8 საათამდე ვიყავი ცვლაში, რა დროსაც გვიან ღამით, 2 საათის შემდგომ, გეზში შემოვიდა თეთრი ფერის "სკანიას" მარკის სატვირთო ავტომანქანა, კერძოდ მაცივარ-მისაბმელი. მძღოლმა სალონიდან პირდაპირ ჯიხურში გადმომაწოდა დოკუმენტი. დავიწყე ავტომანქანის დათვალიერება. შევამოწმე ემთხვეოდა თუ არა ერთმანეთს ავტომანქანის სახელმწიფო ნომერი, მისაბმელის სახელმწიფო ნომერი, ლუქის ნომერი დოკუმენტის მონაცემებს. დათვალიერებისას გავარკვიე, რომ ლუქის მთლიანობა დარღვეული არ იყო",- წერია დოკუმენტში. 

შეგახსენებთ, რომ მესამე პრეზიდენტი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი