
ვთვლი, რომ ჩვენი ქვეყანა, პრემიერმინისტრად ჯალათს არ იმსახურებს, - ასე უპახუხა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ პრემიერმინისტრს, რომლის თქმითაც ქვეყანა უკეთესს ოპოზიციას იმსაურებს.
თქვენი ლოიალობა, სინამდვილეში, ჩვენი ქვეყნის მიმართ კი არ არის, იმ ქვეყნის მიმართაა, რომლის წარმომადგენელიც თქვენმა ხელისუფლებამ ჩამოიყვანა და პარლამენტის თავმჯდომარის სკამში მოათავსა. შემდეგ კი ამის გაპროტესტებისთვის, თქვენი გეგმით, უამრავი ადმაიანი დაასახიჩრა. ამას არ იმსახურებს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ახალგაზრდები. ისინი თქვენ არ გიმსახურებენ, ისინი კარგ ევროპულ ქვეყანას იმსახურებენ. ეს კარგად დაიმახსოვრეთ. თქვენ ვერასდროს ჩამოირეცხავთ თვალთხარია გახარიას სახელს, - მიმართა ბოკუჩავამ გახარიას.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარია პარლამენტში ინტერპელაციის წესით იმყოფება. პრემიერი კითხვებზე საპასუხოდ "ევროპული საქართველოსა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა მიიწვიეს.