კაბალში, ბიზნესმენის სახლის ეზოში ხელყუმბარის სროლისა და აფეთქების ბრალდებით, ორი პირი დააკავეს

გამოქვეყნდა:

სოფელ კაბალში, ადგილობრივი ბიზნესმენის სახლის ეზოში ხელყუმბარის სროლისა და აფეთქების ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

ერთი მათგანი კაბალში მცხოვრები 37 წლამდე მამაკაცია, მეორე კი ლაგოდეხში მცხოვრები პირი. ამ ეტაპზე უცნობია დანაშაულის ჩადენის მოტივი.

4 ოქტომბერს, გამთენიას, ადგილობრივი ბიზნესმენის, იმზარ მამედოვის საცხოვრებელი სახლის ეზოში ორი ხელყუმბარა ისროლეს.  ერთი ადგილზევე აფეთქდა. მეორე კი სამართალდამცავებმა გააუვნებელყვეს. შემთხვევის დროს დაზიანდა  ავტომობილი, საცხოვრებელი სახლის კარ-ფანჯარა და ეზოში დამხმარე ნაგებობის ნაწილი.

იმზარ მამედოვი მედიასთან ამ დრომდე არ კონტაქტობს. თუმცა, მისი ნათესავები მომხდარს ბიზნესწილების გამო დაწყებულ უთანხმოებას უკავშირებენ და ვარაუდობენ, რომ ხელყუმბარების სროლისა და აფეთქების უკან შესაძლოა მამედოვის ყოფილი ბიზნეს პარტნიორი, სოფელ კაბალის ყოფილი გამგებელი  ჯემალ ნიაზოვი და მისი შვილი, ამილ ნიაზოვი იდგნენ. რომელიც ლაგოდეხის საკრებულოში "ქართული ოცნების" ყოფილი წევრია.

გამოძიება ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისა და სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურების მუხლებით მიმდინარეობს.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი